დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მზადაა, ოფიციალურ კიევთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებები აწარმოოს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ოფიციალურ კიევთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებები აწარმოოს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა თავის ხედვაზე, თუ რას ველოდებით უკრაინისგან კონცეპტუალური პრობლემების გადაჭრის კუთხით. ეს ნეიტრალური სტატუსია და შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმა. მთავარი კითხვაა, არის თუ არა მზად უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.

NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას მკაცრესად გმობს.

ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა