CNN: რუსეთის ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, კონტროლი დაამყარეს. ამასთან, რუსეთის რაკეტებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინის ავიაბაზებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას დაახლოებით 25 ქალაქში. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სეროზული დანაკარგი ნახა რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპებზე 24 თებერვალს. მისი მრჩევლის ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.

24 თებერვალს, უკრაინამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და მიმართა რუსებს, „ვისაც არ დაუკარგავს ღირსება“, პროტესტი გამოთქვან მათი მთავრობის ქმედების მიმართ.


ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა