უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კიევთან ახლოს 20 რუსული ვერტმფრენი დაეშვა. ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური და ჰოსტომელის აეროპორტი დაიკავეს
BBC-ის ინფორმაციით, ორივე მხრიდან მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი გადაუმოწმებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი ახორციელებს დიდ თავდასხმას. რუსული სარაკეტო დარტყმები და აფეთქებები დაფიქსირდა დიდ ქალაქებთან და მიზნად ისახავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას. რუსეთი აცხადებს, რომ 70-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურა.
უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს სულ მცირე ექვსი რუსული თვითმფრინავი.
სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთში, სადაც რუსული ძალები თავს დაესხნენ დონეცკის რეგიონის საავადმყოფოს. შეტაკებები მოხდა საპორტო ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და ხარკოვში, ჩრდილო-აღმოსავლეთში.
დაღუპულთა საერთო რაოდენობა კვლავ გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის პრეზიდნტის განცხადებით, რუსეთი ვერ აიძულებს უკრაინას, დათმოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური ადგილია ხერსონში, ქვეყნის სამხრეთით, სადაც რუსული ჯარები ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით გადავიდნენ. ჩრდილოეთში, ის ამბობს, რომ მტერი აგრძელებს რეგიონზე შეტევას. ის ასევე საუბრობს ჯარების დანაკარგებზე და ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებზე. ზელენსკი ამბობს, რომ ბევრი რუსული ავიაცია და მანქანა განადგურდა.
- „ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება“.
24 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის დაწესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს