რუსეთში, ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს

სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს დღეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, რუსეთის 40 ქალაქში, ამის შესახებ საერთაშორისო მედია OVD-Info protest monitor-ზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია ასევე გაიმართა მოსკოვში, პუშკინის მოედანზე და სანქტ-პეტერბურგშიც.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.


პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ