„კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ინფექციის საწინააღმდეგო სხვადასხვა ზომა ახლა ძალაშია, თუმცა უფრო მეტი გვჭირდება გავრცელების გასაკონტროლებლად“, - აღნიშნა ჰენკოკმა.
ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, COVID19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება.
კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს.
მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.