მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ მხარს გვიჭერენ. თითოეული სახელმწიფოს მადლობელი ვარ, რომელიც უკრაინას კონკრეტულად ეხმარება. თუმცა, ჩვენ მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? სიმართლე გითხრათ, ყველას ეშინია. ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორს ვეუბნები: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს