ჩვენ ვგრძნობთ მტკიცე მხარდაჭერას თბილისისგან, - ამის შესახებ საქართველოსი უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა მინიტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის სემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ამას ძალიან აფასებენ.
„მე მქონდა მინისტრ ზალკალიანთან, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და პარლამენტთან კომუნიკაცია. შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მქონდა სატელეფონო საუბრები იმ ქართველებთან, რომელთაც სურთ ჩვენი მხარდაჭერა და რომელთაც შემოგვთავაზეს დახმარება იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ვერ ტოვებენ თბილისს და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ. ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს ევროპაში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და ასევე ევროკავშირის საბჭოში. ველით, რომ ისინი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ და აგრესორის იზოლირებას მოახდენენ“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ასევე წაიკითხეთ:
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს