საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ჩასვლას არ აპირებს. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, რამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შეჩერდეს.
„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია. სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, რამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკვილით ვუყურებ იმ სცენებს რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრებ უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: