ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება.
„ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს ათასობით დამატებითი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
ჩვენ სრულ მზადყოფნაში გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.