ზელენსკი: გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მხარდამჭერი აქციებისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა.

  •  „გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირო მხარი! 🇬🇪🇺🇦 მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე".

 


საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება