ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგრესორმა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს

ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 24 თებერვალს უკრაინაში იმყოფებოდნენ, კიევი სახმელეთო გზით დატოვეს. ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მინისტრები უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდნენ, ვიზიტით, რომელიც პარასკევამდე უნდა გაგრძელებულიყო. მათთან ერთად ვიზიტს გეგმავდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც, თუმცა საჰაერო სივრცე დაიხურა, განუცხადა სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო BNS-ს.

  • ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ ეს რაც შეიძლება მკაცრად, რუსეთს რაც შეიძლება მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა და მისი პოლიტიკური იზოლაცია.

  • ჩვენ გვჭირდება, უკრაინელი ხალხის იარაღით, საბრძოლო მასალითა და ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერა სასწრაფოდ! იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც ეკონომიკური,  ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა. ამ რთულ მომენტში ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, ჩვენ ვართ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში, მხარს გიჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აგრესორმა გადაიხადოს მაქსიმალური ფასი. დიდება უკრაინა!

იტალიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ოფიციალური პირები უკრაინას ეწვევიან

უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან