23-25 თებერვალს უკრაინას ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან.
ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევა-მარია ლიმეტსის ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. შესაბამისი ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
რინკევიჩსმა ასევე მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება, რომელიც უნდა მოიცავდეს Nord Stream 2 გაზსადენსა და რუსეთის ფინანსურ სექტორს.
უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან