Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა

გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა. შესაბამისად, მე-3 ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული იარაღი აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ ის უკრაინას მიაწოდონ. კერძოდ, გერმანიამ ნიდერლანდის გზით უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა, რაც საერთაშორისო მედიის შეფასებით, ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებაზე მიანიშნებს, ევროკავშირისა და NATO-ს მოკავშირეების ზეწოლის ფონზე. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით Politico წერს.

დღემდე გერმანია მკაცრად იცავდა დიდი ხნის პრაქტიკას და ლეტალურ იარაღს არ გზავნიდა კონფლიქტის ზონებში.

„ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ მწვანე შუქი აუნთო იარაღის მიწოდებას ზოგადად. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება“, - წერს Politico.

 


ნიდერლანდები უკრაინას უმოკლეს ვადაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტას მიაწვდის