გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას გაუგზავნის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერს“ მიაწვდის. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა.
„იარაღი „რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება უკრაინას“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ამასთან, ვრცელდება თავად კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაც.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, გარდამტეხ მომენტზე მიუთითებს. ის საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს ომისშემდგომ წესრიგს. ჩვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი პუტინის დამპყრობელი არმიისგან. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას. გერმანია უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა შოლცმა.
Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა