SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია.
„Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.
მასკმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც მას Starlink-ის სადგურებით მომარაგება სთხოვა.
„ ვიდრე თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. ვიდრე თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს“, - წერდა Twitter-ზე ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა.
ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.
ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.