რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.