გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალის ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე.