მიხაილ ფრიდმანმა, რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ტრაგედიაა და სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. უკრაინაში დაბადებული, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ფრიდმანი, რომელიც ჩვეულებრივ თავს არიდებს პოლიტიკურ განცხადებებს, პირველი რუსი ბიზნესმენია, რომელიც ომის წინააღმდეგ ალაპარაკდა. 27 თებერვალს, ლონდონში დაფუძნებული ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში მილიარდერმა თქვა, რომ ომი ტრაგედიაა როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხისთვის.
ლონდონში მდებარე კერძო სააქციო კაპიტალის ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, მილიარდერი წერს: „მე მხოლოდ მაღ შემიძლია შევუერთდე, ვისი სურვილიც არის სისხლისღვრის დასრულება.
მე დავიბადე დასავლეთ უკრაინაში და ვცხოვრობდი იქ 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს.
მე ღრმად ვარ დაკავშირებული უკრაინელ და რუს ხალხთან და ამ კონფლიქტს ვუყურებ როგორც ორივეს ტრაგედიას. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში.
თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. ეს კრიზისი დააზარალებს ორ ერს, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ“, - წერს ფრიდმანი
Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს.