უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას მოლაპარაკებების წინ უკრაინაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.
„პუტინის ბირთვული საფრთხე მოლაპარაკებების წინ, უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაა. პუტინის ბრძანება რუსული ბირთვული შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ორი დელეგაცია მზად იყო შეხვედრისთვის. მაგრამ უკრაინა არ დაეცემა. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ, რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ წარმატებით ვიცავთ თავს.
ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას, ზელენსკიმ შეთანხმდა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან.
რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.