1939 წლის შემდეგ პირველად, შვედეთი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას იარაღს მიაწვდის

შვედეთი უკრაინას შეიარაღებას და სხვა სახის დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ BBC წერს.

შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის. ამ ნაბიჯის გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1939 წლის შემდეგ (ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ), როდესაც იარაღს გაუგზავნის თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას.

უკრაინა შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჩაფხუტებს მიიღებს.

შვედეთის ამ ნაბიჯამდე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იარაღს შეიძენს და უკრაინას მიაწოდებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში.

შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიავსტრალიაც დაეხმარება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანას იარაღს გაუგზავნიან, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეიარაღებით დაეხმარებიან საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას.

„შევეცდებით, ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ NATO-ს პარტნიორებს, მეტწილად, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ არხებით, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ამის გასაკეთებლად”, - განაცხადა მორისონმა.