უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და ბლოკს სურს, რომ ქვეყანა შეუერთდეს მას, განაცხადა კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან ინტერვიუში. მანამდე, ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება ისტორიაში პირველად მიიღო.
- ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ძალიან ვმუშაობთ და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
27 თებერვალს,უკრაინნის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს.
- ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.