ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო ადამიანებს კლავს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება. ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ: