„რუსეთის სამხედრო აქტივობების ზრდის ფონზე, შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს". ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი ატარებს განსაკუთრებით კომპლექსურ წვრთნებს.
„მურმანსკში დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზაა არქტიკული ბრიგადის შემადგენლობით და ასევე ვაკვირდებით წვრთნებსა და ოპერაციებს ატლანტიკის ჩრდილოეთით. ამის მიზანია აშშ-სა და ევროპას შორის ალიანსის დასუსტება და ტრანსატლანტიკური კავშირების განადგურება“, - განაცხადა მინისტრმა.
2014-2025 წლებში შვედეთის სამხედრო ბიუჯეტი 85 პროცენტით გაიზრდება, რაც გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის სფეროს დაფინანსების ყველაზე მაღალი პროცენტია.