პუტინი ომშია ბავშვებთან, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც რუსეთში ანტისამთავრობო აქციის დროს ბავშვების დაკავების თემას გამოეხმაურა.
„პუტინი ომშია ბავშვებთან. უკრაინაში, სადაც ის რაკეტებით ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებს, ასევე რუსეთში, სადაც 7 წლის დავიდს, 9 წლის სოფიას, 11 წლის მატვეის, 11 წლის გოშას და ლიზას მთელი ღამე გისოსებს მიღმა გაატარებინეს, რადგან „არა ომს“ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. აი, ასე გამოიყურება შეშინებული ადამიანი“, – წერს კულება.
ცნობისთვის, მოსკოვში 7-დან 11 წლამდე ბავშვები უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს დაპოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.