პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა.

დასრულდა საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის ოთხმა კანდიდატმა წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.