"მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქ. კიევსა და ქ. ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით.
მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის. საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ: