"38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ გვერდზე გავრცელდა.
ასევე წაიკითხეთ:
ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს