"მოგიწოდებთ, დახუროთ უკრაინის საჰაერო სივრცე", - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
კულებას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების სისხლი მათ კისერზე იქნება.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, შეგიძლიათ იფიქროთ რამდენიც გინდათ, როგორ აიცილოთ თავიდან რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარებით მის შეჩერებაში, მაშინ პირდაპირი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რადგან შემდეგი თქვენ იქნებით“, – განაცხადა კულებამ.
ასევე წაიკითხეთ: