რუსეთში კრიტიკულმა ტელეარხმა „დოჟდმა“ მაუწყებლობა შეაჩერა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებმა თათბირზე მიიღეს.
მისი თქმით, ახალ პირობებში რედაქციის მუშაობას გააზრება სჭირდება.
4 მარტს რუსეთის დუმა რუსეთის კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომლის თანახმად მოითხოვს, რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაავრცელოს.
2021 წელს რუსეთში „დოჟდს“ ე.წ. უცხოური აგენტის სტატუსი მიანიჭეს.
დღესვე ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ დაიხურა.