აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დამატებითი წევრები დაასახელა. მისი თქმით, ახალი წევრები, ხელს შეუწყობენ ამერიკელებს COVID19-სგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს.
დევიდ კამინი, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი, NEC – ის (ეროვნული ეკონომიკური საბჭო) დირექტორის მოადგილე იქნება. ფინანსური რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში მისი მოადგილის პოსტს კი ბჰარატ რამამურტი დაიკავებს.
,,თავდაპირველი ეკონომიკის აღდგენის პერიოდი წავიდა, ახლა ახალი ეკონომიკის დროა, რომელიც ყველას ემსახურება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.