ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს.

„მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს, დღეს დილით. ის ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას და კონტაქტებს. უარესი თავიდან უნდა ავიცილოთ“, - წერს ემანუელ მაკრონი. 

ემანუელ მაკრონი: პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე - ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე


მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა