პუტინი დასავლეთს და უკრაინას ისევ ემუქრება

„რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას იმ ქვეყნის მხრიდან, რომლიდანაც საფრთხე შეექმნება ჩვენს სამხედროებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება იგივე ქმედებებს განაგრძობს, ეს საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სრულად მათი პასუხისმგებლობა იქნება.

„რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – განაცხადა პუტინმა. ამასთან, პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია. მისივე მტკიცებით, არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას

ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს