უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ.
- „დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა თქვენი ქვეყნების – ალიანსის ქვეყნების დაცვას. თქვენ ვერ შეძლებთ, ჩვენგან საწვავით გამოისყიდოთ ჩვენი სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი, საერთო ევროპისთვის, ჩვენი, საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი, საერთო მომავლისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- „დღეს შედგა NATO-ს სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა ნომერ პირველ მიზნად არ თვლის. NATO-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის (რედ. რუსეთის) გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, მძიმე ომს ვხედავთ, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და სურთ, ასე განაგრძონ. იცოდა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია და NATO-მ მაინც მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოსდა, უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ. ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან იღუპება, ასევე მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, ისაა, რომ თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო.
- ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეხლში დაიწვა. ეს NATO გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ NATO-ში უკრაინის ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ცნობისთვის, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
26 თებერვალი
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.
27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:
- ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
- ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
- ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
- ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.
27 თებერვალი
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
28 თებერვალი
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:
ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა
ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
3 მარტი