ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. POLITICO-ს ჟურნალისტმა მას ჰკითხა დაუჭერდა თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა კომბინირებულად განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ასოცირების ტრიოს აპლიკაციები.
„რაც არ უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია, კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავს, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა კულებამ.