უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„ვესაუბრაე ილონ მასკს. მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერისთვის სიტყვით და საქმით. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე, განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ.
ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.