რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, „ფორმულას“ ცნობით, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს „არ გადაუხვევს და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი".
თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.