დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ უკრაინული UNIAN-ი წერს. 

„როგორ შეიძლება, უკრაინის ცა დაიხუროს და რუსული თვითმფრინავებისგან გაიწმინდოს, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ესეც უკიდურესად რთული საკითხია“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მან უკრაინელებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ NATO-სთვის უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნა.

ადრე თუ გვიან ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამა თუ იმ გზით, რომ უკრაინის ცაზე არსებულ სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ შევცვლით, მაგრამ ამისთვის მუდმივი ზეგავლენაა საჭირო“, - განაცხადა კულებამ.


შეგახსენებთ, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს.