NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს

NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც NATO-ს მოკავშირეებს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამღუპველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ  NATO-ს ესმის უკრაინის სასოწარკვეთის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას ითხოვს. 4 მარტს დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა.


ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო