American Express-ი რუსეთსა და ბელორუსში ოპერაციებს აჩერებს

American Express Co-მ (AXP.N) კვირას განაცხადა, რომ ის აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელორუსში.

American Express-ი უერთდება დასავლურ კორპორაციებს,. რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბოიკოტს შეუერთდნენ. 


„რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული, გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციას ბელორუსში“,  - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

American Express-მა განაცხადა, რომ მისი  ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთში სავაჭრო ობიექტებში ან ბანკომატებში. გარდა ამისა, რუსეთში რუსული ბანკების მიერ გაცემული ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ American Express-ის ქსელში. კომპანიამ განაცხადა, რომ მან უკვე შეაჩერა ურთიერთობა რუსულ ბანკებთან, რომლებიც დაზარალდნენ აშშ-ისა და დასავლეთის სანქციებით. 


Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ