ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას

"უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას, ასობით მსხვერპლს და ათასობით ადამიანისთვის მიყენებულ ტანჯვას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

„ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ჩვენ არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

თუ რუსეთი ზელენსკის მოკლავს, რა შედეგი მოჰყვება ამას, მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე - CBS News-ის შეკითხვა ენტონი ბლინკენს