ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას“, – ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.