ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს თურქეთში გამართვენ შეხვედრას, ეს იქნება პირველი მოლაპარაკება უმაღლეს დიპლომატებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ეს განცხადება ორშაბათს მედიისთვის გააკეთა და დაამატა, რომ თავადაც დაესწრება შეხვედრას საკურორტო ქალაქ ანტალიაში.

NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში, am ამ ქვეყნებს შუამავლის როლს სთავაზობს. ანკარას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან და რუსეთის შეჭრას მიუღებელს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

კულებამ შაბათს განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება. 

 


ერდოღანი პუტინს მოუწოდებს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და „გზა გაუხსნას მშვიდობას“