კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი, უგურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
მისივე განცხადებით, გერმანული კომპანია კორონავირუსის მუტაციას უახლოეს დღეებში შეისწავლის.
21 დეკემბერს წამლების ევროპულმა სააგენტომ Pfizer/Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბერს დაიწყება.
ჯანმოს COVID19-ის წინააღმდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება და დისტანცია და პირბადე ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია.