ჯო ბაიდენი: ხალხი მზად უნდა იყოს ვაქცინაციისთვის. სანერვიულო არაფერია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექიმები შეაქო და მათ გმირები უწოდა.

„მე ამას ვაკეთებ იმის საჩვენებლად, რომ ხალხი მზად უნდა იყოს ვაქცინის მისაღებად. სანერვიულო არაფერია“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთეს.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციცა 14 დეკემბერს დაიწყო.