დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ისრაელის ეროვნულ ავიახაზებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ „რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს. მისი თქმით, „ეს ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე“.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სანქციებს აკისრებს რუსეთს, უკრაინაში მისი ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთს ურჩევნია, უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა“, - წერს კულება Twitter-ზე.