უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა.
„ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.