თეგი: ფასები

საქსტატი: თებერვალში პური 20.8 %-ით, ხოლო ბოსტნეული 34.0 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე. საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 68.4 პროცენტით ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე. "წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0 პროცენტით გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა იანვარშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 20.8 პროცენტით, თევზეული – 18.2 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 17.4 პროცენტით, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 11.0 პროცენტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი: უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს

უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა. „ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

UN: მსოფლიო სასურათო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.  უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებლები არიან. ომმა დარტყმა მიაყენა მოსავლის წარმოების სექტორს, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.  უკრაინული და რუსული ხორბლის წილი მსოფლიო ბაზარზე 30%-ია. ომმა კი ექსპორტის მაჩვენებელი შეამცირა.  ამასთან, რუსეთი აწარმოებს დიდი რაოდენობით სხვა საკვებ ნივთიერებებს - კალიუმსა და ფოსფატს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების დინამიკას დააკვირდება და მთავრობას ანგარიშს წარუდგენს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები, ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად. „ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი. აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს. Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება.  „რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა. ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე. მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“. მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: ამ ეტაპზე, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი არ არსებობს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია და იმპორტიორებს, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. „სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში, გაეცანით Europetime-ს სტატიას. 

ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია

ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა. გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია. Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, - აღნიშნავს სააგენტო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი

საქსტატის ცნობით, ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება.  ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაციის დონე ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი). საქსტატის მიხედვით, ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებაც წლიურად 0.6 პროცენტით არის შემცირებული.

„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი და მოთხოვნა მცირდება. მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის კლება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო. Europetime-თან ინტერვიუში „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება და ფასი ეცემა. „საქართველოში ფეროშენადნობების წარმოება შიდა ფასებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული. რაც მსოფლიოში ხდება ჩვენთანაც ზუსტად ის ტენდენციაა. სამწუხაროდ, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებია უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა. აქ ერთი მომენტია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე არავინ არ იცის, რა ვითარება შეიქმნება ამ ბაზარზე და ამიტომ ყველა ფრთხილობს, მარაგს არავინ არ აკეთებს, რადგან დიდი პროექტები არ არის. შესაბამისად, მეტალის წარმოებამ ევროპაშიც იკლო და ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია“, - ამბობს კევლიშვილი. მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების მთავარი იმპორტიორი ჩინეთია, რომლის წილიც 40,05% შეადგენს. მეორეა ნიდერლანდები (7,09%), მესამე იაპონია (6,09%). შემდეგ აშშ, კორეის რესპუბლიკა, გერმანია, ინდონეზია, ინდოეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები. მსოფლიო ბაზარზე 1% ნაკლები წილი აქვს რუსეთსა და უკრაინას. საქართველოს წილი უფრო დაბალია. 2022 წლის აგვისტოში ფეროშენადნობებზე ფასი ევროპაში $1400 ჩამოსცდა და $1300-$1370 ფარგლებში ფიქსირდება. წლის დასაწყისიდან კლებაა-65%. ფეროშენადნობების ფასი მკვეთრად დაეცა ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში. აშშ-ში 1 ტონის ფასი $2600-$2735 ფარგლებშია, წლის დასაწყისიდან ვარდნამ - 35% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფეროშენადნობთა ბაზარზე გაურკვეველი ვითარება იყო რამაც ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია. „2022 წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობებზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ასეთი ფასები არ ყოფილა ბოლო წლები განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია პანიკა ბაზარზე და ამან ფასი კიდევ გაზარდა. რადგან გაუგებარი ვითარება შეიქმნა. ლოგისტიკა გაუხარდებოდა თუ გაჩერდებოდა ვერავინ პროგნოზირებდა. მარტში ერთი ტონა ფეროშენადნობი $2800 ღირდა, შემდეგ ფასები დაბლა წამოვიდა და არავინ არ იცის რა იქნება ყველაზე დაბალი ზღვარი. ზოგადად, ივლის-აგვისტოში ნედლეულზე ფასები ისედაც მცირდებოდა და სექტემბერში იწყებოდა ზრდა. თუ ამ ლოგიკასაც გავყვებით, შესაძლოა ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს და აღმავალი ტრენდი დაფიქსირდეს“. საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა "ჯორჯიან მანგანეზი", სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები "რუსელოისი", "ჯი თი ემ გრუპი" და "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია", თუმცა ბაზარზე დაახლოებით ორი ათეული მცირე კომპანია ოპერირებს. ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის შემდეგ ადგილობრივი წარმოება გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ფეროშენადნობები ექსპორტზე აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის. თუმცა ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ბაზარზე იყიდება. „შესყიდვის მოცულობები აშშ-მაც შეამცირა. რუსეთშიც რთული ვითარებაა. სანქციების გამო, ამ ქვეყნიდან ექსპორტზე არაფერი აღარ გადის. დაახლოებით 40-50% შემცირდა მოთხოვნა რუსეთიდან. თურქეთში იყიდებოდა ქართული ფეროშენადნობები, მაგრამ აქაც სტაგნაციაა და შემცირებულია მეტალის წარმოება“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი. როგორ გადაიტანს გაყიდვების შემცირებასა და ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას ადგილობრივი და წარმოება და როგორია სამომავლო პროგნოზი? ამ საკითხებზე საუბრისას „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე მცირე საწარმოები დროებით გაჩერდნენ. „ყველა ელოდება სექტემბერს. როგორი იქნება ვითარება და ფასები, იგივე ენერგომატარებლებზეც. შესაძლოა, შექმნილ კრიზისს მცირე საწარმოები ვეღარ გაუძლონ და დროებით გაჩერდნენ. ამ ბიზნესში ფასების ცვლილება არაა უცხო მოვლენა. მსხვილი კომპანიებს აქვთ იმუნიტეტი აღმავალ და დაღმავალ ფასებთან მიმართებით. ახლა ბაზარი დაღმავალია და ნედლეულზე ფასები ისევ შენარჩუნდა. ახლა რთული პერიოდია. მთავარია კომპანიებმა ამ პერიოდს გაუძლოს და შემდეგ ფასი უკვე დაბლა წამოვა და საპირისპიროდ შეიცვლება პროცესები. შეიქმნება ვითარება, როცა ნედლეულის ფასი დაბალია და ამ დროს პროდუქციის ფასი იზრდება. ბუნებრივია, საჭიროა კაპიტალი, რომ კომპანიებმა რთული პერიოდი გადალახონ მაშინ, როცა წაგებაზე უწევთ მუშაობა“. რაც შეეხება პროგნოზს, „სექტემბერში სტამბოლში კონფერენცია დაგეგმილი, სადაც დარგის ექსპერტები შეიკრიბებიან. შეფასდება მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება და გაკეთდება გარკვეული გათვლები“, - ამბობს „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

რატომ ძვირდება უძრავი ქონება - მიზეზები

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლდა. Europetime-ს რამდენიმე უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს, რომ გაქირავების სეგმენტის შემდეგ, გაყიდვების ბაზარიც გააქტიურდა და თანდათან პანდემიის შედეგად გამოწვეული სტაგნაციიდან გამოდის. მოთხოვნას დეველოპერებმა, რომ ფასების ზრდით უპასუხეს, ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით. ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში უძრავი ქონება თბილისში, საშუალოდ 2,216 ლარი, თეთრი კარკასი 2,505 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი 2,920 ლარი ღირს. საქსტატის მონაცემებით, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 4,339 ლარი; ვაკე - 3,845 ლარი; კრწანისი - 2,937 ლარი; საბურთალო - 2,927 ლარი; ჩუღურეთი - 2,856 ლარი; დიდუბე - 2,814 ლარი; ნაძალადევი - 2,740 ლარი; ისანი - 2,580 ლარი; გლდანი - 2,558 ლარი; სამგორი - 2,451 ლარი. რამ გამოიწვია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მაღალი აქტივობა და რატომ იზრდება ბინების, კომერციულ ფართებსა და მიწის ფასი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime  კომპანია „რემაქს კაპიტალის დამფუძნებელს, რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს ყოფილ წევრ მარიამ ასათიანს ესაუბრა. ET: რას უკავშირდება პანდემიის სტაგნაციის შემდეგ უძრავი ქონების გააქტიურება და შესაბამისად ფასების ზრდა? ერთ-ერთ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა მზარდი რაოდენობა სახელდება. ეთანხმებით ამ შეფასებას თუ არის სხვა მიზეზებიც? საქართველოში უძრავი ქონება რამდენიმე მიზეზით გაძვირდა. თუ საცხოვრებელი სახლების სეგმენტს განვიხილავთ, აქ გვაქვს თვითღირებულების მატება სამშენებლო მასალებზე, რაც ბუნებრივია იწვევს გაძვირებას. დეველოპერების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების თვითღირებულება 40% გაძვირებული. მეორე მიზეზია, პანდემიის შემდეგ არსებული გარკვეული სტაგნაცია. ესაა ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნა, რაც ახლა რეალიზდება. უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის გაზრდის მესამე და მთავარი მიზეზია რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგადაც ჩვენთან ბევრი ვიზიტორი შემოვიდა. შედეგად უძრავი ქონების გაქირავების ფასი გაიზარდა. რამაც ინტერესი გაუჩინა საინვესტიციო მყიდველებს, რომ შეიძინონ ბინები და შემდეგ გააქირაონ. ბინების შეძენა ხდება ორი მიზეზით, ერთი საკუთარი მოხმარებისთვის და მეორე საინვესტიციოდ, რათა შემდეგ გაქირავდეს. ძირითადად ეს სამი ფაქტორი იწვევს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ფასების მატებას. ET: როგორც ცნობილია, პანდემიამდე უძრავ ქონებაში საქართველოში გაქირავების მიზნით ინვესტირების მაჩვენებელი არ იყო მაღალი. მაშინ არ იყო მოთხოვნა? გაქირავების მიზნით ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინას საქართველოში, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, საინვესტიციოდ ბინების ყიდვის მოტივაციამ იკლო, იმიტომ რომ ქირა ქირა შემცირდა და ნაკლებად საინტერესო ხდებოდა ამ მიზნით ბინის შეძენა. ახლა ვითარება შეიცვალა, რადგან ქირის ფასი 30%, ზოგ შემთხვევაში კი 50% გაზრდილი. ამან შექმნა დამატებითი მოტივაცია ბინების შესყიდვაზე. ET: საქსტატის მონაცემებით, გაძვირებულია ახალი ბინები, მეორადზე კი ფასი შემცირებულია. ეს რით არის გამოწვეული? ვერ ვიტყვი, რომ მეორად ბინებზე ფასი შემცირებულია. უბრალოდ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი ძველ სახლებზე ვიდრე ახლებზე. ტრადიციულად ეს ასეა, რადგან ძველ სახლს ამორტიზაცია მეტი აქვს და ახლა უფრო მეტი ახალი ბინა შენდება. სახლები ახალი სტანდარტით შენდება და უფრო უსაფრთხოა. ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ უფრო კარგად ქირავდება. ყველა ეძებს უფრო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის ბინას დასაქირავებლად. ეს კი იწვევს მყიდველში იმის მოტივაციას, რომ ახალი ბინა იყიდოს. ძველი სახლები ამორტიზებულია, მოსაწესრიგებელია სადარბაზოები და საინვესტიციოდ მისი კაპიტალური ღირებულება უფრო ნაკლებია. ამასთან, გრძელვადიან პერიოდში უფრო ნაკლებად გაუძლებს დროის მოთხოვნას და შესაბამისად, ძველ სახლებზე ფასების მატება უფრო ნაკლებად ფიქსირდება. ET: დღეს საქართველოს რომელ ქალაქებში და რეგიონებშია უფრო მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რით არის ეს გამოწვეული? თბილისში, ბათუმში... ასევე საკურორტო ზონებში. საინვესტიციოდ ბინები იყიდება გუდაურში, ბაკურიანში. აქ მოთხოვნა შენარჩუნებულია. ბოლო დროს, პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია უძრავი ქონების ქალაქგარეთ შესყიდვაზე. ადრე თუ მეტი მოთხოვნა იყო ქალაქის ცენტრზე, ეს იყო საბურთალო, ვაკე, მთაწმინდის რაიონი, კრწანისი, ორთაჭალა, ახლა კი პირიქით, მოთხოვნამ ცენტრიდან ქალაქგარეთ გადაინაცვლა. ეს ურბანიზაციამაც განაპირობა, რადგან რაც უფრო გადატვირთულია გზები, გაჯერებულია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, უფრო მეტად ცდილობენ ადამიანები გავიდნენ ქალაქგარეთ. ეს პროცესი სულ მიდიოდა, მაგრამ ლოკდაუნებისა და პანდემიის შემდეგ უფრო აჩქარდა. ადამიანებმა გადალახეს მანძილის დაფარვის ფსიქოლოგიური ზღვარი. ახლა ეს აქტიური ტენდენციაა და ქალაქგარეთ უბნის ტიპის პროექტებზე მოთხოვნა დიდია. ეს არის ლისი, საგურამო-მცხეთის მიმართულებით. მოთხოვნას ზოგადად აჩენს დეველოპერული წინადადებებიც, ხოლო თავად მოთხოვნა, დეველოპერების მოტივაციას ზრდის. რეალურად მოთხოვნა და მიწოდება ეხმარება ერთმანეთს, რომ სამომავლოდ ტენდენცია განისაზღვროს. ამასთან, ბოლო პერიოდში გაჩნდა დახურული უბნების განაშენიანების პროექტები, რაც მანამდე ნაკლები იყო. მანამდე აქცენტი კეთდებოდა ქალაქის ცენტრში წერტილოვანი კორპუსების პროექტებზე. ახლა კი არის ურბანული პროექტები. დეველოპერები მომხმარებლებს დაბალსართულიან ან კერძო ბინების ტიპის განაშენიანების პროექტებს სთავაზობენ. ET: რაც შეეხება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციას, რა შემთხვევაში შეჩერდება? ალბათ როცა მოთხოვნა იკლებს ან ბაზარი გაჯერდება? შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი შენელდეს. ახლა რამდენიმე მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს: პანდემიის დასრულება, ომის შემდეგ ვიზიტორების ჩამოსვლა. მოთხოვნის ზრდამ მყისიერად გაზარდა ფასები. სწორედ ამიტომ შესაძლოა, ფასების ზრდის ტენდენცია შენელდეს, თუმცა უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებას არ ველი, იმიტომ, რომ ამ ფასების პირობებში მყიდველი არის. ფასის ზრდა შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე ბაზარზე მსყიდველუნარიანი მომხმარებელი იქნება და გაძვირებულ უძრავ ქონებას შეიძენს. ჯერ-ჯერობით გაძვირებული უძრავი ქონება იყიდება და სამშენებლო მასალის თვითღირებულებაც გაზრდილია და ამ ფონზე ფასის შემცირების მოლოდინი ამ მიმართულებით არ არის. მთელ მსოფლიოში გაძვირდა არმატურა, მეტალი, ცემენტი. შესაბამისად, მშენებლობის ხარჯი გაეზარდათ დეველოპერებს.  

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის.  მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ახალი ესტაკადის და წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შიმალის ელექტროსადგურის“ ახალი წყალმიმღები კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს არა უცხოური, არამედ ადგილობრივი კომპანია, ამჟამად სამუშაოები ვადას ერთი თვით უსწრებს. ამდენად, 2023 წლის პირველ ნახევარში დიდი პროექტის დასრულება იგეგმება“, - აცხადებენ „აზერენერჯიში“.  

რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე

უძრავი ქონების ბაზარზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. ექსპერტების შეფასებით, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებლებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. უძრავი ქონების ექსპერტების პროგნოზით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, ქირის ფასი, საშუალოვადიან პერსპექტივაში შესწორდება, რადგან ეს ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული. რა ვითარებაა დღეს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, რატომ იზრდება ფასები და ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამ თემაზე Europetime საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარესა და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელ ვაჟა მებაღიშვილს ესაუბრა.  ET: უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე ფასები იზრდება. რა არის მიზეზი? ჩვენი კომპანია უშუალოდ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებზე და დიპლომატიურ კორპუსზე. ამ სეგმენტზე ვაქირავებთ ბინებს. დიპლომატების როტაციების პერიოდი დაემთხვა საქართველოში მიგრანტების აქტიურ შემოსვლას, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო და სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. შესაბამისად ბიუჯეტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს ბინების დასაქირავებლად ჰქონდათ დამტკიცებული, არსებულ რეალობას ასცდა, რადგან ბინების გაქირავების ფასები ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამ ბიუჯეტით ჩვენც  უძრავი ქონების იჯარის კუთხით, გაზრდილ ფასებსა და ბაზარზე გაჩენილ დეფიციტს შევაჯახეთ. ახლა ვითარება ასეთია: ფასები აწეულია და ბინები არის ლიმიტირებული. პრემიუმ ხაზის ქონებაზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც გვქონდა კრიზისი მოთხოვნის კუთხით. ეს სეგმენტი ისედაც ლიმიტირებული იყო და შეცვლილმა ვითარებამ, კიდევ უფრო გაამწვავა საერთო სურათი. ET: რამდენად ადეკვატურია უძრავი ქონების გაქირავების ფასები შემოთავაზებულ ხარისხთან მიმართებით? ფასები საკმაოდ აცდენილია რეალობას, რადგან ფასის ზრდა მოხდა ნახტომისებურად და ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური. ფასები სცდება იმ რეალობას, რაც შემოთავაზებაც არის უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, მაგრამ ამ რეალობის წინაშე დავდექით. ცოტა რთულია ამაზე საუბარი... გასაგებია, რომ ფასები რეალობას ასცდა, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს. ET: როგორ არის შესაძლებელი ვითარების დასტაბილურება, მაშინ, როცა ფასები ხარისხთან შესაბამისი არ არის? ფასების დასტაბილურების რეცეპტი არ არსებობს და ამაზე ვერავინ ილაპარაკებს, მაგრამ როგორც კი ბინების დამქირავებლების მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, ფასები თანდათან დასტაბილურდება. უძრავი ქონების გაქირევებაზე ფასების ნახტომისებური ზრდა პირველად თებერვალში დაფიქსირდა, შემდეგ ფასები, მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. რაც დღეს ხდება, არის თებერვლის ტრენდის შედეგები და მაშინ რა მოცემულობაც მივიღეთ უძრავი ქონების გაქირავებაზე ფასების კუთხით, იგივე ადგილზე ვართ. ET: რა ცვლილებები უნდა მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ფასი ხარისხის შესაბამისი იყოს? ჩვენი ასოციაციის წევრები არიან ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია, აშშ-ის რეალთორთა ასოციაცია და ამ ქვეყნების ბაზრებზეც მსგავსი ვითარებაა. ანუ სადაც გაიზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების დაქირავებაზე, ფასი იზრდება და ამის „მაშველი მექანიზმი“ არ არსებობს. ერთის მხრივ კარგია, როცა ფასები იზრდება, თუმცა თქვენც აღნიშნეთ, რომ ფასი შესაბამისი უნდა იყოს ხარისხთან და მოთხოვნასთან. ამან გამოიწვია, სწორედ, ის რომ რიგმა ორგანიზაციებმა ბიუჯეტს გადახედეს, რადგან უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში იმდენად ასცდა რეალობას, რომ ადამიანების ნაწილი სასტუმროებში გადავიდა. მათ მოუწიათ გაქირავების ფასების გადახედვა, ლოდინი და ბიუჯეტების კორექტირება. ET: როგორ ფიქრობთ, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ხომ არ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია, რადგან დიდ ქალაქებში, ფასების ნახტომისებური ზრდის გამო, ბინის საქართველოს მოქალაქეებმა დაქირავება ვერ შეძლეს? ჩვენ არ ვმუშაობთ დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, თუმცა სტუდენტები საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. დისკრიმინირებული არიან ადგილობრივები, ეს საკმაოდ ცუდი ფაქტია. კარგია აქცენტების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებზე, უცხოელებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მომხმარებელი, რადგან ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქში სასწავლებლად, ნამდვილად დისკრიმინირებულები არიან. ET: რაშია გამოსავალი და რა ტენდენციაა სხვა ქვეყნების ბაზრებზე? ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი დასწიოს. ცნობილი გამოთქმაა, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე არეგულირებს საკუთარ თავს და ფასებს. იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება და გაქირავების ბაზარზე ადეკვატურ ფასებს მივიღებთ. იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ შემოიღოს შეზღუდვა ფასზე, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეები არიან საკუთარი ქონების მფლობელები და იმ ფასს ადებენ რაც უნდათ. ეს საკმაოდ მანკიერი პრაქტიკაა, რაც ახლა ჩვენს რეალობაში შეიქმნა და ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ უძრავი ქონების გამქირავებლები სარგებლობენ ამ ვითარებით. ET: რაც შეეხება რისკებს, უძრავ ქონებაზე გაქირავების არაადეკვატურად მაღალი ფასების არსებობის დროს, შესაძლოა, დამქირავებელმა თანხა ვერ გადაიხადოს. ეს რისკი როგორ უნდა განეიტრალდეს?  სახელმწიფოც და მოქალაქეებიც უფრო მეტად მაზე უნდა საუბრობდნენ. სეპი არის „ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია“, სექტემბრის დასაწყისში მათ ჩაატარეს სპეციალური სესია, „სკვოტინგთან“ დაკავშირებით. ეს ტერმინი გულისხმობს უძრავი ქონების „ოკუპაციას“. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოდიან დამქირავებლები და რაღაც ვადით იჯარით იღებენ საკუთრებას და შემდეგ არ გადიან, ამას ეწოდება „სკვოტინგი“. ეს პრობლემა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მოსალოდნელია, რომ მეტ სიმძაფრეს შეიძენს, არამედ იტალიაში და ესპანეთშიც. ევროპის უძრავი ქონების ასოციაციის ეს სესიაც ამ პრობლემას ეძღვნებოდა. ასოციაციის წევრები ითხოვდნენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რათა მარტივად მოხდეს დამქირავებლის ბინიდან გაყვანა, თუ ის, არ იხდის საიჯარო ქირას და არ ტოვებს უძრავ ქონებას. ET: ამ პრობლემამ საქართველოს უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტშიც იჩინა თავი და საუბარია კანონში, საპოლიციო გამოსახლების შესახებ ჩანაწერის აღდგენაზე. ეს პრაქტიკა მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს აიკრძალა, რადგან ხშირი იყო იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ადამიანების გამოძევების ფაქტები და ამან შეფაერხა ეს კანონი. მე მგონია, რომ ამ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლების კანონი აღსადგენია და ეს მექანიზმი ისევ უნდა ამუშავდეს.   

უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში

2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას უძრავი ქონების ფასებზე საქსტატი ავრცელებს.  2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება თბილისის 5 უბანში გაძვირდა. პირველ ადგილზე, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით მთაწმინდის უბანია, მეორეა ვაკე, მესამე საბურთალო, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებს ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებს შორის ნაწილდება.   

ლაშა ხუციშვილმა, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დაასახელა

ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება.  „ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს. რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.  ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო. „ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება.  ასევე წაიკითხეთ:  რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

მარცვლეულის ბირჟებზე რყევების შემდეგ, გაძვირდება თუ არა საქართველოში ფქვილი და პური

რუსეთის განცხადებას, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლების შესახებ, მსოფლიო ბაზარსა და ბირჟებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბალზე დეკემბრის გარიგების ფასები 6,32%-ით დაეცა და ბუშელზე (მოცულობის საზომი ერთეული - 36,4 ლიტრი) $8,45 შეადგინა. ამასთან, ფასის ზრდა 5,55%-მდე შენელდა და ერთ ბუშელ ხორბალზე ფასმა $8,52 შეადგინა. სიმინდზე დეკემბრის გარიგებების ფასი ბუშელზე 2,4%-ით, $6,8-მდე დაეცა. შემცირდა შვრიის ფასიც 2,61%-ით და ბუშელზე $3,89 შეადგინა. რა გავლენას მოახდენს მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის რყევები და მოსალოდნელია თუ არა ხორბალსა და ფქვილზე ფასის ცვლილება? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან ეს მსოფლო ბაზარზე, მარცვლეულის ფასების დინამიკას განაპირობებს.  „რა თქმა უნდა, ის ტენდენცია, რომ მარცვლეულის დერეფანი ისევ მუშაობს და მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი განხორციელდება, ძალიან კარგია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების შედეგად, უკრაინა დამატებით შემოსავლებს მიიღებს. მეორე -  ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გასვლა მარცვლეულის მიწოდებასა და ამავე დროს, ფასებს დაასტაბილურებს. მოსალოდნელია ხორბალზე ფასების შემცირება. რუსეთის განცხადებას რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბალზე ფასის დაახლოებით, 6%-იანი ვარდნა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ, ხორბალზე ფასის ზრდის კუთხით, მკვეთრ დინამიკას არ ველოდებით, რადგან მსოფლიო მარაგები არის და ამასთან, საკმაოდ კარგი მოსავალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ხორბლისა და ფქვილის მარაგებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცახდებს ხანიშვილი. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია. „ეს მარაგები შეიქმნა ადგილობრივი მოსავლით და დაახლოებით, 160-170 ათას ტონას შეადგენს. ამ ბოლო სამ თვეში, ექსპორტის გადასახადისა და ხორბალზე ფასის შემცირების პირობებში, იმპორტიორებმა ქვეყანაში ხორბლის ინტენსიურად შემოტანა დაიწყეს. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ ფქვილი შემოდიოდა. ბოლო სამი თვეა, საქართველოში, თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. მარაგები საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებასაც, რომ პარალელურად, ხორციელდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რაც თვეში დაახლოებით, 15 ათასი ტონას შეადგენს. ადგილობრივი მოხმარება 20 ათასი ტონაა. ვფიქრობთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება ფასებს, პურსა და პურ-პრდუქტებზე, ხანიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მარაგების არსებობის ფონზე, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. შემდგომში კი, ეს საკითხი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულს ფასების მიმდინარე ტენდენციაზეა დამოკიდებული.   „ადგილობრივ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასზე გავლენას, მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არსებობს მარაგები. ფასის ცვლილება შემდგომ ტენდენციაზეა დამოკიდებული. მთავარია, საქართველოში გვაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები. ხორბალზე არის ლოგისტიკური ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს ხანიშვილი.  რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ერთად-ერთი მომწოდებელი რუსეთია, სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, „თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში იქნება უფრო მიმზიდველი ფასები, ბიზნესი ამ ბაზარზე გადაერთვება“.  ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. ამასთან, პურსა და პურ-პროდუქტებს, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. საქსტატის მონაცემებით, ამ ქვეჯგუფს მნიშვნელოვანი წილი აქვს ინფლაციის ფორმირებაში. ერთი წლის განმავლობაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ერთ წელიწადში, პური და პურპროდუქტები 26.1 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში, 2022 წლის ოქტომბერში 10.6 პროცენტი შეადგინა.  ასევე წაიკითხეთ რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

FAO: სურსათის იმპორტის ხარჯები მსოფლიოში, რეკორდულ $1,94 ტრილიონამდე გაიზრდება

2022 წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 10%-ით გაიზრდება და რეკორდულ $1,94 ტრილიონ შეადგენს. ეს ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეძლებენ. FAO-ს თანახმად, ზრდა არაპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე. ეს პროცესი მოსალოდნელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სოფლის მეურნეობის მიწოდების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება. „ეს გამაფრთხილებელი ნიშნებია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით “, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. FAO-მ აღნიშნა, რომ სურსათის იმპორტი დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 10%-ით შემცირდება. „იმპორტიორებს უჭირთ მზარდი საერთაშორისო ხარჯების დაფინანსება, რამაც შესაძლოა, მათი მდგრადობა მაღალი საერთაშორისო ფასების მიმართ შეასუსტოს“, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. სურსათის მსოფლიო ფასებმა რეკორდულ დონეს 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები გარკვეულწილად შემცირდა, 2021 წლის ნიშნულზე მაღალია.  

გაეროს მონაცემებით, ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა

მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.  შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა. „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოების გავლენით", - განაცხადა ტორერომ. „შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებამ“ გავლენა მოახდინა სურსათის ფასების შემცირებაზე, უწყვეტი მიწოდების გამო“, - თქვა FAO-ს წარმომადგენელმა. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეთანხმება კიდევ 120 დღით გაგრძელდა“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა. 22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.  

რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა

თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე $60-ის ზღვარს აღემატება. შეზღუდვების დაწესების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნავთობის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი. თურქეთის სანაპიროებთან გემებზე, ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთში მილსადენით შემოდის და არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.  „მიღებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სერვისების ფართო სპექტრზე“, - წერს მედია.  

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად - დავითაშვილი

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვსურს, რომ თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში ყალიბდებოდეს ფასები და ეს ფასები იყოს უფრო მეტად მისაღები, ვიდრე დღეს არის“,- აღნიშნა დავითაშვილმა.მინისტრი მთავრობის მეთაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს ძირითადი სასურსათო პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. ამასთან დაკავშირებით გვექნება მუშაობა და მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა სამინისტრომ მოახდინოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს გარიგებისა და შეთანხმების ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ფასებზე და იწვევდეს ფასების ხელოვნურად გაზრდას. „შესაბამისი სამინისტროების ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან სხვადასხვა ალტერნატივას, შეისწავლიან საერთაშორისო ბაზრებზე საიმპორტო ფასებს, ასევე იმ გასაყიდ ფასებს, რომლებიც საბითუმოდ დღეს იმპორტიორებს, ან ძირითად ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და არა ფართო სპექტრზე – ეს არის ის ძირითადი სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება და რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში ძალიან დიდი წილი გააჩნია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც სამუშაო ჯგუფი გადადგამს. მინისტრის აზრით, სამუშაო პროცესში გამოიკვეთება ბევრი რამ, მათ შორის შედგება დიალოგი მწარმოებლებთან, რომ ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზდეს და არსებობდეს გაუმჯობესების სივრცეები ფასების დასაწევად.  

მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი, 16.8 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. "28.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6 პროცენტით გაძვირდა. თევზეული – 10.9 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 10.4 პროცენტით. 10.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 8.7 პროცენტით ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7 პროცენტით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, სურსათზე. „მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთებაა“, – განაცხადა პრემიერმა.  

რა სახის პროდუქტებზე შემცირდა და გაიზარდა ფასები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა. „საქსტატის“ თანახმად, ფასები წინა თვესთან შედარებით, თევზზე და ასევე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი გაიზარდა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე. „სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა. 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, შაქარზე, ფასები შემცირდა. ფასები წინა წელთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, ხილზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და საავადმყოფოების მომსახურებაზე კი, გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი).“ „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-2.8 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-2.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი). რაც შეეხება წლიური ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა გაძვირდა და გაიაფდა - ინფლაციის დონემ 0.04% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-8.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე (3.3 პროცენტი); ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-18.7%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14.2%), პურსა და პურპროდუქტებზე (-9.8%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-5%-ით). ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.7 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (-1.7 პროცენტი); ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (21%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (4.5%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (4.1%), თევზეულზე (1.6%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (2%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (1.8%). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე,” – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.