მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი ინფორმაცით, რუსეთის საგარეო მინისტრი ანტალიაში, 11 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავა და უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მანამდე, თურქულმა მხარეემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 10 მარტისთვის დაიგეგმა.
ცნობისთვის, კულებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.
ამავე თემაზე
ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ