კომაკის ავიაბაზიდან იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„იაპონიის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც უკრაინული მედიაში წერენ, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.