Reuters: რუსეთმა და რუანდამ სამხედროები გაგზავნეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის ჩასახშობად

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა და რუანდამ საარჩევნო პერიოდში მეამბოხე ჯგუფებისგან დასაცავად, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროები და სურსათი გაგზავნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, არეულობის შემოტანა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სურს, რომელსაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.

შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ასევე დაადანაშაულეს ფრანსუა ბოზიზი (ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი) არჩევნების ჩაშლაში.

რუსეთი გამორიცხავს ქვეყანაში სამხედრო ძალების გაგზავნას, თუმცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში Reuters-ს დაუდასტურეს ეს ინფორმაცია. სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დედაქალაქში რამდენიმე რუსული თვითმფრინავი დაეშვა, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა.